,,კეზერაშვილის „TV ფორმულას“ ჟურნალისტმა, ჩემთვის ჭურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა არ ითანამშრომლა და ვერავითარი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ცხონებული ბაჩალიაშვილის საქმეზე მის მიერ ეთერში გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებთან დაკავშირებით“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„შეგახსენებთ, ამ ქაშიაშვილმა (ყოფილი "ერორელი") ტელეეთერში განაცხადა, თითქოს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თამუნა ბაჩალიაშვილს სამი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებზე ჰქონდა წვდომა და ამ ფაქტს უკავშირდება მისი გარდაცვალება. თუმცა, ქაშიაშვილმა გამოძიებასთან ვერც ამ სამი მაღალჩინოსანის გვარი დაასახელა და არც ის, თუ საიდან გააჩნდა ეს ინფორმაცია.
გაიხსენეთ 2018- ში, ეკა გიგაურის სიზმარი ყალბ პასპორტებზე და მერე წყაროს „გაუმჟღავნებლობა“. იბადება ორი ვერსია: 1 - ქაშიაშვილმა, ბაჩალიაშვილის საქმეზე მის მიერ ეთერში გაკეთებული განცხადებები თვითონვე გამოიგონა ან მისმა პროდიუსერმა/შეფმა, რომ ამ საქმის ირგვლივ დამატებითი კითხვები გაეჩინა ხელისუფლების მიმართ და ეს 99% -ანი ალბათობით ასეა; 2 - დავუშვათ 1%-იანი ალბათობით, რომ მას ეს ინფორმაცია ვიღაცამ მართლაც მიაწოდა, რატომ არ თანამშრომლობს ის გამოძიებასთან?! პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ ქაშიაშვილს, ისევე როგორც მთლიანად ნაცკლასტერის მონა ჭურნალისტებს საერთოდ არ ადარდებთ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი და საერთოდ არ აინტერესებთ გამოძიებული იქნება ეს საქმეები თუ არა. ტელესვავების ერთადერთი მიზანი და ამოცანაა, ამ ტიპის საქმეების ირგვლივ გააჩინონ უნდობლობის შეგრძნება საგამოძიებო უწყებებისადმი, რამენაირად სცადონ დააზიანონ ხელისუფლება და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. ნაცრეჟიმის დროს, ხოცავდნენ და დადიოდნენ ახალგაზრდების ცხედრებზე. ამას ნაცვასალი კოლექტიური ქაშიაშვილები და გოიმი მელაძეები არ აშუქებდნენ. ახლა კი, ნაცების ოპოზიციაში ყოფნისას, ასრულებენ დაკვეთას - ცდილობენ ახალგაზრდების ცხედრები გამოიყენონ ნაცსექტის დესტრუქციული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას დამარცხდნენ თავისი ამ ანტიჰუმანური, არაადამიანური და მანიაკალური მენტალობის გამო, ისე ოპოზიციის ამპლუაში არიან განწირულები მარცხისთვის.“
დიახ, რა გიკვირთ?! როცა ჩაატარეთ განათლების რეფორმა, ასწავლეთ სკოლაში "უნარები" ანუ გაუკუღმართებული ზნეობა და გაყალბებული იდეალები, სხვას რას ელოდებოდით?!
ადრე დავპოსტე , შვილი შემეკითხა სამსახურში ტესტირება გვაქვს და როგორ მოვიქცეო?!
რასაც გასწავლიდი და მოგთხოვდი, ... ყველაფერს მათ საწინააღმდეგოდ გაეცი პასუხი და მაღალ შეფასებას მოგცემენ მეთქი!
შედეგი? უმაღლესი შეფასება...