პაპუაშვილი: მე ვუყურებ ფაქტებს - რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც ბრიუსელის რეკომენდაციებს უჯერებ და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები

პაპუაშვილი: მე ვუყურებ ფაქტებს - რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც ბრიუსელის რეკომენდაციებს უჯერებ და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები

მე ვუყურებ ფაქტებს, საქართველო-მოლდოვა - რა მოსდის ქვეყანის ეკონომიკას, როდესაც უჯერებ ბრიუსელის რეკომენდაციებს და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც მოლდოვაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას გამოეხმაურა.

„ამის მიზეზი შეიძლება იყოს მავნებლობა ან ბრიუსელში ზოგიერთების არაკვალიფიციურობა. დღეს რასაც ვხედავთ ეს გარკვეული ავარდნილი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია აყოლილია რაღაც აჟიოტაჟს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სიტყვებია და არა - საქმე. ჩვენ კალასისგან მოვისმინეთ, რომ უკრაინაში ომი, ეს არის ევროპის ომი და რომ უკრაინა ეს არის ფორპოსტი ევროკავშირისა რუსეთის წინააღმდეგ. თუ ეს ფორპოსტია, ბრძოლის წინა ხაზია ევროპის, რატომ არ ვხედავთ იქ ესტონელ, გერმანელ ჯარისკაცებს?! თუკი ეს ევროკავშირის ბრძოლის წინა ხაზია სხვები უნდა დაიღუპონ?! უკრაინელები ევროკავშირისთვის დაქირავებული ჯარია თუ რა არის?!“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1% შეადგინა, ხოლო „აბსოლუტური სიღარიბის“ მაჩვენებელი იმავე პერიოდში 31,6%-დან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.