ჰუბერტ ქნირში: საქართველოში არჩევნებზე პანდემიის გავლენებს განიხილავს მთავრობა, მედიცინის ექსპერტები და დარწმუნებული ვარ, რომ გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია

ჰუბერტ ქნირში: საქართველოში არჩევნებზე პანდემიის გავლენებს განიხილავს მთავრობა, მედიცინის ექსპერტები და დარწმუნებული ვარ, რომ გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი წესების პირობებში ჩატარდება. ველით ამ არჩევნებსა და დამკვირვებელთა ჯგუფის მიღებას. გერმანია თავის დამკვირვებლებს აგზავნის ეუთოსა და ოდირის მეშვეობით. ცხადია, მათი მუშაობა კოვიდ 19-ის პირობებში უფრო რთული იქნება, ვიდრე - ჩვეულებრივ გარემოში, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ვიცი, რომ ისინი ბევრს მუშაობენ, რომ მოამზადონ კარგი და გამოცდილი მისია საქართველოში ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სამუშაოს. არჩევნებზე პანდემიის გავლენებს განიხილავს მთავრობა, მედიცინის ექსპერტები და ჩვენ ვიცით მათ შორის მიმდინარე ამ დისკუსიების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების ჩატარების გამოწვევის დაძლევა ამჟამინდელ გარემოებებში შესაძლებელია“, - აღნიშნა ელჩმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.