ეპიდემიოლოგი: კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, საზოგადოება მოდუნდა, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, საზოგადოება მოდუნდა, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის

„ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება აღინიშნება, განსაკუთრებული მოდუნება შეინიშნება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ კვლავ დაიცვან სიფრთხილის ზომები. განსაკუთრებით სწორად გამოიყენონ თავდაცვის საშუალებები და ის ღონისძიებები გაატარონ რაც ვირუსისგან თავდასაცავად განისაზღვრა“, - აღნიშნავს ჩოკოშვილი.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 179 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 959-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6 919, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 251 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.