ლევან ნიკოლეიშვილი: ივანიშვილის საქმიანობა საქართველოში აბსოლუტურად გამჭვირვალეა

ლევან ნიკოლეიშვილი: ივანიშვილის საქმიანობა საქართველოში აბსოლუტურად გამჭვირვალეა

ამომრჩეველი ძალიან გაიზარდა და კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს და რომელი პოლიტიკური პარტია რისთვის იბრძვის. ადამიანები ცდილობენ მოვიდნენ პოლიტიკაში და ეს ნიშა იმისთვის გამოიყენონ ან ფული იშოვონ, ან მოპარული აქვთ ფული და ეს ყველაფერი პოლიტიკური მანტიით შეინარჩუნონ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ამის მაგალითად ანალიტიკოსმა გიგი უგულავას საქმე და მამუკა ხაზარაძის ქმედებები დაასახელა. „ძალიან კარგად ვიცით რას წარმოადგენდა და როგორ იყო დაახლოებული მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სააკაშვილთან. იგივე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში. მან მოახერხა დიდი კაპიტალის დაგროვება და შემდეგ, როგორც კი საფრთხე დაემუქრა და კანონთან მოუწია უთანხმოება, უკვე შეეცადა და ცდილობს პოლიტიკაში გადასვლას“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილს უსამართლოდ აკრიტიკებს. „რაც შეეხება ივანიშვილის კრიტიკას, მისი მხრიდან ეს უსინდისობაა, ივანიშვილის საქმიანობა საქართველოში, არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მას აქ ფული არ უშოვია“, - აცხადებს ანალიტიკოსი.