დავით ბაქრაძე: ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს

დავით ბაქრაძე: ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს

ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რადიო „ჯორჯიან თაიმსთან“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრის დროს განაცხადა.

„უნდათ კონკურენცია - ვიყოთ, ოღონდ პატიოსან კონკურენციაში. შეიძლება მოგწონდეს და არ მოგწონდეს სხვა ოპოზიციური კანდიდატი, მაგრამ ჩვენ არ შევუტევთ სხვა კანდიდატს. ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ძალა ერთობაშიას“ დატოვების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეზე გადავიდა.