ზუგდიდში მეორე ტურის ალბათობა იზრდება

ზუგდიდში მეორე ტურის ალბათობა იზრდება

30 მაჟორიტარული ოლქიდან, „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ16 საარჩევნო ოლქში  წარადგინა. რეგიონების მასშტაბით, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – ირმა ნადირაშვილი; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აჰმედ იმამკულიევი; ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – არსენ კარაპეტიანი;

ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ოთარ კახიძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – სერგო რატიანი; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – გიგი წერეთელი; სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – აკაკი ბობოხიძე; ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – გიგი უგულავა; ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – გიგა ბოკერია; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ლელა ქებურია; ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი; ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ტარიელ ნაკაიძე. რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა – კრწანისის ოლქში კანდიდატი იქნება შალვა შავგულიძე.

„ევროპული საქართველოში“ დარწმუნებული არიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის. რატომ არის მნიშვნელოვანი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები? დავით ბაქრაძის განცხადებით, იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. დღეს საქართველოს მართავს ოლიგარქი, რომელსაც ბაქრაძის განცხადებით, არ ესმის და არ აწუხებს ხალხის გაჭირვება.

„საქართველოს დღეს მართავს მთავრობა, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მეტს ხარჯავს საკუთარ კომფორტსა და ფუფუნებაზე. საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ჩაძირულია ნეპოტიზმსა და კორუფციაში, წილებსა და „ატკატებში“. ეს არის მათი საქართველო, მათი საქართველო არის ოლიგარქის შუშის სასახლეში, კორუქციასა და კრიმინალში, მაგრამ არის სხვა საქართველო, რომელიც დღეს არის პრობლემებში, გაჭირვებაში, სიღარიბესა და უიმედობაში, სწორედ ეს საქართველო უნდა გადავარჩინოთ ოქტომბრის არჩევნებზე. ეს არის ბრძოლა თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის. „ევროპული საქართველოს“ მთავარი დაპირებაა: კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ მთავარ აქცენტს სამეგრელოს რეგიონზე აკეთებს. გიგი უგულავა, რომელიც ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის იწყებს ბროლას, ამბობს, რომ მისთვის „კონკურენტი არ არის ბედკრული ირაკლი ჩიქოვნი“, მხოლოდ ივანიშვილია მისი კონკურენტი. გიგი უგულავა აანონსებს, რომ ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც ივანიშვილი გამართავს თავისი „დამპალი“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მისი თქმით, ზუგდიდი არის სარკე, რომელშიც კარგად ჩანს წარმატებები და ამავე დროს ჩავარდნები.

„ეს ადგილი არის თერმომეტრი, რომელიც ზომავს ჩვენს ჯანმრთელობას და ასევე ჩვენს სნეულებას. ჩემი კონკურენტი არ იქნება ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რომელ პარტიას, როდის წარმოადგენდა, მათ შორის, ზუგდიდში. საჯაროდ უნდა დაიდოს პირობა, რომ განვითარება და წინსვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო წინსვლა, განვითარება, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ შეცდომებსა და პრობლემებს. ეს არჩევნები იქნება პოლიტიკური არჩევნები, ჩვენ ხელიდან უნდა გამოვტაცოთ ივანიშვილს ზუგდიდი, უნდა გამოვტაცოთ ხელიდან სამეგრელო და მთლიანად მთელი სახელმწიფო, რომელიც მას პრივატიზებული აქვს და ჯიჯგნის თავის ამალასთან ერთად“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგა ბოკერიას ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ არ დაუშვებს ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ ვინმემ იგივე გზაზე სცადოს დადგომა.

„ჩვენ ვერჩით იმ ხალხს, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა და ხელს გვიშლის თავისუფალი ნების აღსრულებაში, იმ ხალხს, ვინც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ქვეყნის გარე მტერს, პუტინის რუსეთს შეეკრას, ვებრძვით იმ ხალხს, ვინც მზადაა ძალადობა და სიძულვილი წაახალისოს და ადამიანები სხვადასხვა ჯგუფად დაყოს. ვერჩით იმ ხალხს, ვინც კრიმინალს შეეკრა, რომ ძალაუფლებაში იყოს, ვინც სასამართლო კი არ გააუმჯობესა, ბოლომდე კორუფციაში ჩაფლო. ამიტომაა ეროვნული ამოცანა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ამ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია, უნდა ვიყოთ ერთიანები, შეკრულები, მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ იმათ, ვისაც ვებრძვით“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას და უგულავას სამეგრელოში გამწესება ადასტურებს, რომ ტრადიციულად სამეგრელო და განსაკუთრებით ზუგდიდი, რომელიც მუდმივად არის დაპირისპირების წერტილი, ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი იქნება. უგულავას, რომელიც სამეგრელოში „ნაცინალური მოძრაობის“ გუბერნატორი იყო, „ქართული ოცნების“ ფავორიტი ირაკლი ჩიქოვანი დაუპირისპირდება, რომელიც ასევე წარმოშობით ზუგდიდიდან არის, თუმცა მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მთავარი გიორგი გახარიას ფაქტორია, რომელიც სამეგრელოში მაღალი ავტორიტეტით და ნდობით სარგებლობს.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ უგულავას არანაირი შანსი არ აქვს, თუმცა საინტერესოა, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ რჩეული. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ორ ოპოიციურ ძალას შორის ხმები გაიყოფა, რაც ოპოზიციის ისედაც მცირე შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. შესაბამისად, მისი თქმით, განცხადება ერთია და რეალობა მეორე.

„არ ვფიქრობ, რომ ზუგდიდი იქნება ბრძოლის მთავარი ხაზი. აქ მუშაობს გიორგი გახარიას ფაქტორი, რომელსაც ამ ბოლო დროს და განსაკუთრებით სამეგრელოში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. უგულავა და ბოკერია წარმოშობით სამეგრელოდან არიან და გასაგებია, რომ ეს გათვლა არის ამ გადაწყვეტილებაში. მაგრამ ძალიან ნათლად დაინახავენ, რომ „ევროპულ საქართველოს“ ელექტორალური რესურსი ძალიან მცირე აქვს და ძალიან ჩამორჩებიან თავიანთ დედა პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“.

ერთდერთი პარტია ვისაც შეუძლია ამოდენა ოლქებში სრულყოფილი საარჩევნო კამპანიის ჩატარება, ცხადია, წმინდა საორგანიზაციო კუთხით არის ხელისუფლება. შესაბამისად, თავისვე დაგებულ მახეში გაება ოპოზიცია, რაც ადასტურებს იმას, რომ ძალიან მწირია მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ვერაფრით ვიჯერებდი, რომ თავისივე ინიციატივით მიდიოდნენ ასეთი ხაფანგისკენ. ბოლოს კი შეეცადნენ ჩაეშალათ ეს რეფორმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო თითზე კბენა. ამიტომ, მაჟორიტარულ არჩევნებში არც ერთ კანდიდატს შანსი არ აქვს, გარდა სახელიუსუფლებო კანდიდატისა. ეს ოპოზიციამ თავისივე ინიციატივით, თავისი ხელით გააკეთა. გასაოცარი ფაქტია. გაცილებით მეტი შანსი ექნებოდათ ძველი საარჩევნო სისტემის პირობებში, ვიდრე ახლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, ზუგდიდში ვის წარადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, მისი თქმით, ფაქტი ერთია - ზუგდიდში იქნება მეორე ტური, მაგრამ ვის შორის გაიმართება მეორე ტური, უგულავასა და ჩიქოვანს შორის, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაიდუმლოებულ კანდიდატს შორის, ეს უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

„არ ვიცი, რა გავლენა აქვს ზუგდიდში უგულავას, რომელიც თავის დროზე იყო გუბერნატორი. 2016 წელს ჩიქოვანიც იყრიდა კენჭს, მაგრამ დღეს მას აქვს მმართველი პარტიის მხარდაჭერა. ფაქტი ერთია, რომ ზუგდიდში იქნება მეორე ტური, ყველა ვარიანტში ასე იქნება. არ ვფიქრობ, რომ სამეგრელო არის მნიშვნელოვანი და ამიტომ გადაისროლეს იქ უგულავა და ბოკერია, ყველა ოლქი მნიშვნელოვანია - თითოეულ მანდატზე მიდის ჭიდილი. ყველა პარტია იბრძოლებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვოს. ამიტომ ჯობია, რომ სამეგრელოში წარადგინო ადამიანი, ვისაც იქაურ მხარესთან აქვს შეხება, ან ძლიერი კანდიდატია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი თქმით, კანდიდატების რეალური შეფასებისთვის მნიშვნელოვი იქნება პარტიული მხარდაჭერის ანალიზი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

„საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ: დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელთა რეიტინგი მიბმული იყო პარტიულ რეტინგებზე. დღევანდელი კანდიდატებიც მიბმულნი არიან პარტიულ სტრუქტურებზე. ამიტომ, არა მგონია, რომ ძალიან განსხვავებული შედეგები დადონ. მიმართება, რომ წარადგინო ცნობადი სახე, არის სწორი. თუ წალენჯიხაში გიცნობენ და ჩხოროწყუში არა, მაშინ რა აზრი აქვს ასეთი კანდიდატის წარსდგენას. ამიტომ, ელექტორალური ცნობადობა უნდა ჰქონდეს კანდიდატს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მეორე ტური კარგია, როცა ბრძოლა თანაბარია, მაგრამ საეჭვოა, რომ 2020 წლის არჩევნებზე და მაინცდამაინც ზუგდიდში შედგეს მეორე ტური.

„რახან მეგრულმა თემამ წამოიწია, არც ჩიქოვანია კახური გვარი, ალბათ, მასაც ჰყავს გარკვეული მხარდამჭერები სამეგრელოში. თქვენც აღნიშნეთ, რომ გახარიას მეგრელობა არის გარკვეული ფაქტორი და ასეც არის, თუმცა უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეტ-ნაკლებად არის მეგრელების საყვარელი პარტია. ოღონდ ეს არ ეხება მთელს სამეგრელოს, მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს ეხება. ამავე დროს, სამეგრელოში არიან „ნაცინალური მოძრაობის“ მიერ გამწარებული ჯგუფები. ამიტომ, ვერ ვიტყოდი, რომ თანაბარი იქნება ძალებს შორის კონკურენცია. შეიძლება დაიძაბოს ვითარება, გინები, ჩხუბის და კივილის გამო, მაგრამ ძალების თანაბრობას მაინც არ ვგულისხმობ. თვითონ ჩიქოვანი და გახარია უკვე ორი მეგრელია, იქით კი, ერთი მეგრელია უგულავას სახით. ორი ერთზე უფრო მეტია. მობილიზაცია იქნება ძალიან დიდი. სამეგრელო ყველა არჩევნებზე ერთ-ერთი რთული არენაა და მობილიზაცია თავის საქმეს გააკეთებს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

კ ა ხ ე ლ ი მეორე ტური ზუგდიდში არ იქნება, ოცნება პირველსავე ტურში მოიგებს. მეორე ტური შეიძლება იყოს აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხორუწყუს ოლქში, სადაც ქოცებს ყავთ ზალიან სუსტი კანდიდატი - ყოფილი გუბერნატორი და რაც მტავარია, როლანდ ახალიას ყოფილი ხელქვეითი, რომელსაც მოსახლეობაში არც თუ კარგი სახელი აქვს.
3 წლის უკან
trampi გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქართველოში აშშ-ისსაელჩოსთან დღეს აქციას გამართავენ

თამაზაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, საქმეში FBI ჩაერთოს.

---------------------
სასაცილო არაა --------საჩივლელად მგელთან მიდიან, ცხვარი რატო შეგვიჭამეთო
ყველაფრის თავი და თავი ეგენი არიან და საჩივლელად კიდევ მაგათთან მიდიააან??
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პაპა - კარგა ხანია მგელია ყველაფერი - ჯალათიც, გამომძიებელიც, პროკურორიც, მოსამართლეც და რა ქნან, სხვა გამოსავალი არ არის! რუსეთის საელჩოც არაა რომ ყოველი შემთხვევისათვის იქაც გაიარონ!

უგულავა ერთი უზრდელი, თავხედი ტიპია, სამარცხვინო წარსულით! მაგას ხმას ვინ მისცემს, ასეთი ამომრჩეველი არამც თუ ზუგდიდში საქართველოშიც კი არ მეგულება?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მაგრამ ყველაზე დიდი ნონსენსი, ფარსი, ტრაგედია, ტრაგიკომედია არის - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი;????????????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli Beachtung! Hilf mir!!!
3 წლის უკან
Maverick ხათქუნა გაგორიშვილი მაგარი კანდიდატურაა, ამას დამატებული გიგი ნაგულავები-უგულავა ხომ მთლად გლიჯავს!

პირველი შეწვი და მეორე ზედ წაუსვი, ან პირიქით!

"ყოჩაღ" პრჭოპოზიციავ, იმდენი იხრიგინეთ ცარიელი კასრივით ხარაკირს გამოკარით ხელი!

ბნელნათელაშვილი და ბესუპაშვილი მომიკითხეთ, დანარჩერნი მერე, მერე არჩევნების შემდეგ, ბაი, ბაი!...
3 წლის უკან