გია გაბრიჭიძე: ფოთი-ხობი-სენაკის მუნიციპალიტეტებს ტაიფუნი

გია გაბრიჭიძე: ფოთი-ხობი-სენაკის მუნიციპალიტეტებს ტაიფუნი "ჩერგო" უახლოვდება

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

„როგორც სინოპტიკოსები გვატყობინებენ ფოთი-ხობი-სენაკის მუნიციპალიტეტებს ტაიფუნი "ჩერგო" უახლოვდება.

ტაიფუნმა გამოუშვა სიგნალი, სადაც ნათქვამია:

- დაგვადგა ნათელი!

გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

ფოთი, ხობი, სენაკი.

ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს

ხალხო ფრთხილად იყავით. მოერიდეთ ქუჩაში გამოსვლას, რადგან ტაიფუნი არაადეკვატურია და მისი რეაქციებისა და მიმიკების განსაზღვრა მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ. God, help and protect Poti, Khobi and Senaki. ღორონთ დიფარი ფოთი, ხობი და სენაკი.“