ბართომეუ:

ბართომეუ: "ნეიმარს ვერ ვიყიდით, რადგან ფული არ გვაქვს"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ ნეიმარის ტრანსფერი გამორიცხა. მისი განცხადებით, მიმდინარე ზაფხულს ბრაზილიელის „ბლაუგრანაში“ დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საკმარისი ფული არ გააჩნია.

„ნეიმარი? ამჟამინდელ სიტუაციაში არა. პსჟ-საც არ სურს მისი გაყიდვა, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. გასულ ზაფხულს ძალიან მძიმედ ვცდილობდით მის ყიდვას, მაგრამ წელს ვერც კი ვეცდებით.

კლუბმა 200 მილიონი ევრო დაკარგა მარტიდან ივნისამდე. სტადიონზე, მუზეუმში ხალხი აღარ არის და თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, ჩვენ გავაგრძელებთ ფულის დაკარგვას. ეს გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს სახარჯო გეგმას და საკითხს ფრთხილად ვეკიდებით“, - თქვა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში თამაშობდა და შემდეგ პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ გადავიდა, რითაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.