„არსენალის“ ფეხბურთელმა დავიდ ლუისმა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას სასამართლო დავა მოუგო, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
ლუისი ბრაზილიაში დარეგისტრირებულ ფირმა Wemake Construcoes-ს უჩიოდა, რომელმაც ფეხბურთელთან შეუთანხმებლად, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართული გერმანია-ბრაზილიის მატჩის შემდეგ გადაღებული მისი სახე, სადაც ბრაზილიელი მცველი მისი გუნდის 1:7 წაგების გამო ცხარე ცრემლით ტირის, სარეკლამო რგოლში გამოიყენა.
ლუისის პირველი საჩივარი ორი წლის წინ არ დაკმაყოფილდა, თუმცა მან ფარ-ხმალი არ დაყარა და ზემდგომ ინსტანციებშიც შეიტანა აპელაცია, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიას „არსენალის“ ფეხბურთელისთვის 4 900 დოლარის გადახდა დაეკისრა.