ლევან გორგაძემ ივლისის ბაშო გამარჯვებით დაასრულა. 32 წლის ქართველმა სუმოისტმა ტურნირის უკანასკნელ დღეს 20 წლის კოტოშოჰოს ჰატატიკომოს ილეთით მოუგო.
ტოჩინოშინმა 15-დან 10 ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა, რის წყალობითაც რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება. რეიტინგს იაპონიის სუმოს ასოციაცია 31 აგვისტოს გამოაქვეყნებს. ივლისის ბაშო მონღოლი სუმოისტის, ტერუნოფუჯის გამარჯვებით დასრულდა.