ლევან ნიკოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი არც ერთ ეტაპზე არ განიხილავდა საქართველოს პირადი კაპიტალის შევსების წყაროდ

ლევან ნიკოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი არც ერთ ეტაპზე არ განიხილავდა საქართველოს პირადი კაპიტალის შევსების წყაროდ

ბიძინა ივანიშვილს ფული საქართველოში არ უშოვნია, ის საქართველოში ფულს მხოლოდ ხარჯავს - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ტვ „იმედის“ თოქშოუ „ღია ეთერს“ ეხმიანება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არც ერთ ეტაპზე არ განიხილავდა საქართველოს პირადი კაპიტალის შევსების წყაროდ, მას ფულის ხარჯვით არ მოუპოვებია პოლიტიკური გავლენა და არც ამ გავლენის კონვერტაცია მოუხდენია ფულად ერთეულში.

„პარასკევს ,,იმედზე“ ვიხილეთ გადაცემა ,,ღია ეთერი“, რომელშიც კარგად გაშუქდა ოლიგარქიის თემა. მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რაც ერთი ერთში იმეორებს ნაცების ნარატივს და მათ მთავარ ფორმულასაც: ,,დააბრალე სხვას ის, რასაც შენ თვითონ აშავებ“. ნებისმიერი ოლიგარქის ამოცანა არის მოხვეჭა, პოლიტიკაზე გავლენის მოხდენით მეტი ფულის შოვნა ანუ არსებული კაპიტალის გამრავლება. ზუსტად ამას აკეთებდა ან ცდილობდა, რომ გაეკეთებინა მამუკა ხაზარაძე მთელი თავისი ბიზნეს საქმიანობის განმავლობაში. მხოლოდ პოლიტიკური გავლენებით და შევარდნაძის თუ სააკაშვილის ხელისუფლებებთან ,,მეგობრობით“ ახერხებდა ის თავისი იმპერიის გაფართოებას ანუ შოულობდა უფრო და უფრო მეტ ფულს. სწორედ ეს არის ოლიგარქიული მოდელი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, აქ სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ: ივანიშვილს ფული საქართველოში არ უშოვნია. ის საქართველოში ფულს მხოლოდ ხარჯავს. უფრო მეტიც, მას არც ამ ხარჯვით არ მოუპოვებია პოლიტიკური გავლენა და არც ამ გავლენის კონვერტაცია არ მოუხდენია ფულად ერთეულში. არც ერთ ეტაპზე ის არ განიხილავდა საქართველოს პირადი კაპიტალის შევსების წყაროდ. პირიქით ის განიხილავდა საქართველოს, როგორც მისი დაგროვილი კაპიტალის ხარჯვის ასპარეზად. აქ აღარ დავწერ სახელმწიფოსთვის არაერთგზის შეხიდების, კოლოსალური საქველმოქმედო პროექტების თუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბების შესახებ. ფინანსურად თუ შევხედავთ, ეს მხოლოდ ხარჯია! ხაზარაძის ოლიგარქიული ფილოსოფიით ალბათ ფუჭი ხარჯი, რომლიდანაც არც ერთი თეთრის მოგების პერსპექტივა მხარჯველს არ აქვს. იგრძენით განსხვავება მომხვეჭელობასა და მსახურებას შორის?!“ წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

თუთაშხა დაინახოს უმრავლესობამ, და ცოტა მეტი თავმდაბლობა, მადლობა მაინც თქვით თქვე შობელძაღლებო! ხაზარაძე კი ბანკირი შათლახია!
3 წლის უკან