ფამაგუსტას „ანორთოსისი“ სლოვაკმა თავდამსხმელმა მიხალ დურიშმა დატოვა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მის შემცვლელად გიორგი პაპუნაშვილს განიხილავენ.
Kerkida იტყობინება, რომ თემურ ქეცბაია ძალიან კარგად იცნობს თანამემამულეს და მისი დამატება უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილად გასაჩარხი ტრანსფერი არ იქნება.
პაპუნაშვილი ცოტა ხნის წინ „სარაგოსას“ დაუბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გიორგიმ ბოლო 6 თვე სანტანდერის „რასინგში“ გაატარა, მაგრამ მხოლოდ ოთხი უგოლო თამაში ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“ ქეცბაიასთან გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა თამაშობენ.