ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია რომ იტალიელი ერთ-ერთ შვეიცარიელ პროკურორთან, რინალდო არნოლდთან ერთად საიდუმლოდ ხვდებოდა ქვეყნის გენერალურ პროკურორს მაიკლ ლაუბერს.
შეხვედრებზე ფიფაში არსებული კორუფციული სკანდალის გამოძიებას განიხილავდნენ. 2017 წლის ბოლოს გამოცხადდა რომ შვეიცარიის პროკურატურა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში კორუფციის 25 საქმეს იძიებდა. გაშიფრული იქნა 178 სატელეფონო გზავნილი რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებდა და ფულის გათეთრებას უკავშირდებოდა. მაშინ ლაუბერმა არც ერთი გვარი არ დაასხელა. დღეს კი როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა.
რამდენიმე წყარო იუწყება რომ საქმეში ასევე ფიგურირებდა ფიფას ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის,გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერის გვარებიც, რომელიც მძიმედ ავადაა და პროკურატურა მის დაკითხვას ვერ ახერხებს.