კიევის სკოლებში ეროვნული ჰიმნის შესრულება სავალდებულო ხდება

კიევის სკოლებში ეროვნული ჰიმნის შესრულება სავალდებულო ხდება

კიევის სკოლებში ეროვნული ჰიმნის შესრულება სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიევის საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს.

„ახლახან კიევის საკრებულომ მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს კიევის სკოლებში უკრაინის ეროვნული ჰიმნის შესრულების თაობაზე. ეს ხელს შეუწყობს პატრიოტიზმის სწავლას“, - განაცხადა კიევის საკრებულოს დეპუტატმა, ოლეგ ბონდარჩუკმა.

საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა, იგორ მიროშნიჩენკომ აღნიშნა, რომ ამიერიდან კიევის სკოლებში სასწავლო დღე ეროვნული ჰიმნის შსრულებით დაიწყება.

„ეს არ არის ჩვენი ნოუ-ჰაუ. მაგალითად, ყოველი სასწავლო დღე ამერიკულ სკოლებში ჰიმნის შესრულებით იწყება“, - განაცხადა მან.