ჩავი ერნანდესი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა. „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ ვირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა და ერნანდესი საქმიანობას დაუბრუნდა.
ყოფილი ფეხბურთელი ვირუსით 25 ივლისს დაინფიცირდა და მაშინვე კარანტინში გადაინაცვლა. ექიმები როგორც პროგნოზირებდნენ, ერნანდესმა COVID-19 მალევე დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა.