„იუვენტუსის“ ფეხბურთელი პაულო დიბალა ტრავმირებულია და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონთან“ ვერ ითამაშოს.
არგენტინელმა დაზიანება „სამპდორიასთან“ შეხვედრაში მიიღო, კერძოდ მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა. უკვე ცნობილია, რომ პაულო მოედანზე სერია A-ს დარჩენილ ორ შეხვედრაში ვერ გავა და არაა გამორციხული, ვერც „ლიონის“ წინააღმდეგ ითამაშოს.
ტურინელები ფრანგულ გუნდს 7 აგვისტოს უმასპინძლებენ და პირველი მატჩი 0:1 აქვთ წაგებული.
დიბალას რაც შეეხება, პაულომ 2019-2020 წლების სეზონში 45 თამაში ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.