ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. დანიელი სპეციალისტის განცხადებით, ქართველი საწვრთნელ პროცესს მომდევნო კვირაში დაუბრუნდება.
„ჩაკვეტაძეს მუხლის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გავუკეთეთ სკანირება და პოზიტიური შედეგები გვაქვს. მომდევნო კვირაში მოედანზე ველოდებით“, - აღნიშნა თორუპმა.
„გენტი“ 2020-2021 წლების სეზონს 9 აგვისტოს, „ანტვერპენთან“ საგარეო მატჩით დაიწყებს. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია იქნება თუ არა ჩაკვეტაძე ხსენებული თამაშისთვის მზად.