ივლისის ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-17 მაეგაშირა კოტოიუკის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით წააგო.
ეს აღნიშნული წყვილის მე-9 დაპირისპირება იყო და 29 წლის მეტოქემ ურთიერთშეხვედრებში პირველად იმარჯვა.
ამრიგად, ტოჩის 6 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ორის მოგება მართებს.
ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე კი მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯი იქნება, რომელსაც გორგაძე აქამდე 11-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა მეტოქის დამარცხება, 9-ჯერ კი დამარცხდა. მონღოლი სუმოისტი ზაფხულის სუპერტურნირის ერთ-ერატი ლიდერია და მას 9 მოგების წილ მხოლოდ 1 მარცხი აქვს.