„ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელად ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ხავი გრასია დაინიშნა.
50 წლის სპეციალისტთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მისი ხელფასის რაოდენობის შესახებ კი ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გასული სეზონის ბოლოს „ვალენსიაში“ სერიოზული ცვლილელები მოხდა და კლუბი ჯერ მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა, შემდეგ კი სპორტულმა დირექტორმა სესარ სანჩესმა დატოვა.
ლა ლიგაში ვალენსიელები მხოლოდ მეცხრე ადგილზე გავიდნენ და ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩნენ, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა კი მერვედფინალში „ატალანტასთან“ დამარცხებით დაასრულეს.