ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ მწვრთნელებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში „ლივერპულის” 53 წლის დამრიგებელმა იურგენ კლოპმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდის სერ ალექს ფერგიუსონის პრემიის ლაურეატი გახდა.
კლოპის ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა გასულ სეზონში პრემიერლიგა 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგეს და მეორე ადგილზე გასულ „მანჩესტერ სიტის“ 18 ქულით აჯობეს.
გამოკითხვა ჩატარდა ინგლისის რანგით დაბალ ლიგაშიც და ჩემპიონშიპის საუკეთესო მწვრთნელად არგენტინელი მარსელო ბიელსა დასახელდა, რომელმაც „ლიდსი“ უმაღლეს ლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა.