ბილ გეითსმა რემდესივირი COVID-19-ის სამკურნალოდ წამყვან პრეპარატად დაასახელა

ბილ გეითსმა რემდესივირი COVID-19-ის სამკურნალოდ წამყვან პრეპარატად დაასახელა

Microsoft-ის დამარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ 2020 წლის ბოლოს კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდება. ამის შესახებ cnbc წერს.

ბილ გეითსის განცხადებით, ლეტალური შემთხვევების შემცირებას ანტივირუსული პრეპარატები გამოიწვევს, რომელსაც ექიმები პაციენტების მკურნალობისას იყენებენ.

გეითსმა რემდესივირი COVID-19-ის სამკურნალოდ წამყვან პრეპარატად დაასახელა. მისი თქმით, მედიკამენტის გამოყენების შედეგად, მძიმე პაციენტების დაღუპვის მაჩვენებელი 62%-მდე შემცირდა. მისი განცხადებით, მეცნიერები კიდევ ორ ანტივირუსულ პრეპარატს სწავლობენ.

ამ ეტაპზე მსოფლიოში ვაქცინის შექმნაზე 200-ზე მეტი ჯგუფი მუშაობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Aburjga Tasmanieli იქნებ გაგვაგებინოთ დაღუპვის მაჩვენებელი 62% -მდე შემცირდა რას ნიშნავს?! 100 კაცის სიკვდილიანობის გეგმა იყო და ახლა 62 მოკვდა (კვდება)?!
4 წლის უკან
trampi კი მაგრამ ამან აქიმობისა რა იცის ???...რაღამც ფული აქვს ზნაჩიტ ყველაფეშიკიააა??
4 წლის უკან