კორონავირუსის პირველსა და მეორე ტალღას შორის, საქართველოში, შესაძლოა იყოს შუალედური - აგვისტოს ტალღა, რომელიც ჯანდაცვის უწყებისთვის გამოწვევა იქნება, პატარა აფეთქება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საზღვრების გახსნამ.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საფრთხე არსებობს, თუმცა საზღვრები მაინც უნდა გაიხსნას.
ბოლო დღეების განმავლობაში, მცირე აფეთქებების მიზეზად ექიმები სწორედ შეზღუდვების შემსუბუქებას და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას ასახელებენ.