პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
“გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის მაიკლ პომპეოსთან პირველ ყოვლისა, იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტშია განსახილველი,რომელიც ჩვენს რეგიონში შეიქმნა.
შეერთებული შტატები საქართველოს განიხილავს,როგორც მის საყრდენს რეგიონში და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან მისი მძიმე ურთიერთობის ფონზე.
ჩვენთვის, შექმნილი რეგიონალური საფრთხეებიდან გამომდინარე, ასეთ დამოკიდებულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ეს,როგორც ყოველთვის, არ აინტერესებს ნაცებს და კომპანიას.
მათ პომპეოს გზავნილებში მხოლოდ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოწოდება დაინახეს.
უიმედოები არიან, სამწუხაროდ.
P.S.
ახლა სააკაშვილის წერილიც ვნახე. ცოფებს ყრის, რომ ნორმალური კომუნიკაცია არსებობს საქართველოსა და აშშ- ს შორის.
მაოხარი გზირის იგავი პირდაპირ აკვდება პატივცემულ მიხეილს.”