დავით ზურაბიშვილი:

დავით ზურაბიშვილი: "არ არის დღეს ქართულ საზოგადოებაში ის განწყობა, რომ ოღონდ ,,ქოცრაზმი“ მოვიშოროთ და დანარჩენი მეორეხარისხოვანია"

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით, საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა არის არა ის, რომ რეგიონებში მაჟორიტარებზე ვერ თანხმდებიან (ეს მე საერთოდ არ მგონია სერიოზული პრობლემა), არამედ ის, რომ ოპოზიციურ ფლანგს არა აქვს პასუხი ფუნდამენტური ხასიათის კითხვაზე: რა იქნება ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში?

"კოალიციური მთავრობა" არის ძალიან ზოგადი და ფაქტობრივად არაფრისმთქმელი პასუხი ამ მთავარ კითხვაზე. აქ მნიშვნელოვანია კონკრეტიკა. კერძოდ: რა პრინციპით მოხდება კოალიციური ხელისუფლების ფორმირება? ვინ იქნება პრემიერი? ვინ შევლენ მთავრობაში? რა რეფორმები გატარდება და რა მიმართულებით? ასევე საინტერესოა, როგორ გადაწყდება მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დათა ახლაიას, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძის და სხვა გასამართლებულ ძებნილთა ბედი და ა.შ და ა.შ. კიდევ ბევრი უპასუხო კითხვა შეიძლება დაისვას.

"ჯერ ბიძინა გადავაგდოთ და მერე ვნახოთ" ასევე არ არის პასუხი. ეს უფრო პასუხისთვის თავის არიდებაა. არ არის დღეს ქართულ საზოგადოებაში ის განწყობა, რომ ოღონდ ბიძინა და მისი ქოცრაზმი მოვიშოროთ და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ასეთი განწყობა აქვთ მხოლოდ წინა ხელისუფლების მხარდამჭერებს და იმათშიც არა ყველას. სხვებისთვის კი პირიქით, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ იმ დანარჩენს აქვს.

თუ ოპოზიციური კოალიცია დარჩება მხოლოდ ზოგადაბსტრაქტულ დაპირებად და ის არ შეივსება კონკრეტული შინაარსით, ვფიქრობ ხელისუფლების ამოცანა ფრიად გაადვილდება, რადგან ოპოზიციური სპექტრისგან განსხვავებით ხელისუფლებას აქვს მკაფიო და ადვილად გასაგები მესიჯი: არ დაუშვას ნაცების რევანში, რაც ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად აქამდე ყოველთვის უზრუნველყოფდა მის გამარჯვებას და ახლა ამ ყველაფერს კიდევ დაემატა კოვიდ-19-თან წარმატებული მებრძოლის იმიჯი.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიციის გაურკვეველი და ბუნდოვანი გეგმები მომავალზე იწვევს საპროტესტო ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის ნიჰილიზმს აწმყოში და მერე აღარ იყოს საყვედურები, ხალხი რომ არ გამოდის, ბიძინას ოცნებაც იმიტომ გვაბრუნებს წარსულშიო.”

Aburjga Tasmanieli ე.წ. რეფორმები არ უნდა იყოს საზოგადოების განვითარების თვითმიზანი! ! ! საერთოდ რეფორმა რა არის ?! მაგალითად ავიღოთ ქვევრი. უკვე დიდი ხანია ეს ნივთი არსებობს, მას გარკვეული ფორმა, დანიშნულება და მოხმარების ტრადიცია აქვს! ახლა რომ დავიჩემოთ ქვევრის რეფორმა უნდა განვახორციელოთო ეს რა იქნება?! ან მაგალითად მსოფლიო ბანკმა რომ გვირჩიოს ან კიდევ სენატორების ერთმა ჯგუფმა დღეის ამას იქეთ ქვევრის ღვინოზე ლაპარაკი არ გაგვაგონოთ, ქვევრიც აღარ ახსენოთ თორემ $132 025 000 დაპირებული დახმარებიდან (ვინ შეეხვეწა დაგვეხმარეთო, რაღაც ასეთი რამისათვის ყური არ მომიკრავს?!) 15%-ს გაგიყინავთო ეს სამართლიანი იქნება, დემოკრატიის განვითარება ითხოვს ამას?!
ისე რეფორმები საზოგადოებაში თავისთავად მწიფდება და ხორციელდება. მაგალითად რაც ლენინის დეკრეტით და გამოყოფილი 750 000 ოქროს მანეთით 1922 წელს დაფინანსდა ზაჰესის მშენებლობა და 1924 წელს შეიქმნა საკმარისი ენერგორესურსი, კონკა გაუქმდა და დაიწყო ელექტროტრამვაიმ ფუნქციონირება! ე.ი. განხორციელდა თბილისის სატრანსპორტო რეფორმა, მიუხედავად იმის ლენინი კონკას და ეტლს ემხრობოდა თუ ელექტროტრამვაის! )))
4 წლის უკან