სახელმწიფოს „ფრონტერას“ მიმართ ხელშეკრულება არ დაურღვევია და არც დაარღვევს - ამის შესახებ განცხადება გია ვოლსკიმ კომპანიის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც „ფრონტერა“ სახელმწიფოს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს და მმართველ გუნდს მოუწოდებს ხელი არ შეუშალონ საქმიანობაში.
როგორც გია ვოლსკი ამბობს, ერთადერთიც ვინც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია, ეს თავად კომპანიაა და ამას სასამართლოს დასკვნაც ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სახელმწიფოს, ან ნებისმიერი მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევას საკმაოდ მწვავე შეფასება მოჰყვებოდა, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისგან, ასევე ქვეყნის პარტნიორებისგანაც. ვოსლკისავე თქმით, უკვე ყველასთვის ნათელია რომ კომპანიამ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებების შესახებ დოკუმენტი და ამის დასტური სასამართლოს გადაწყვეტილებაა.