ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს
"აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ გიორგი გახარიას შორის შედგა საინტერესო სატელეფონო საუბარი.
ეს იმ ფონზე, როცა პანდემიის გამო გადადებულია ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სხდომა, რომელიც ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. როგორც ჩანს, ეს სხდომა წლის ბოლოს გაიმართება.
ოპოზიცია ამას ვერ გაიგებს, ან უკუღმა გაიგებს, ან ეცდება უკუღმა გააგებინოს თავის სექტას, მაგრამ ფაქტია, რომ პომპეო და მთლიანად აშშ-ს ამაჟამინდელი ადმინისტრაცია საქართველოს თვლის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში.
გარდა ამისა, საქართველომ, ეხლო უკვე აშშ-ს სახდეპარტამენტის უმაღლესი მაღალჩინოსანისაგან დაიმსახურა ქება პანდემისათან ბრძოლის მაღალი ეფექტურობის კუთხით.
საუბარი შეეხო ეკონომიკას, რეფორმებს სასამართლო სისტემაში და რაც მთავარია მომავალ არჩევნებს.
ეს საუბარიც და ბოლოდროინდელი კიდევ უფრო გააქტიურებული თანამშრომლობა აშშ-სთან აჩვენებს ერთს, რომ ასეთ მაღალ დონეზე ამ ორ ქვეყანას შორის ურთერთობა არასოდეს ყოფილა.
თუმცა ჩვენი ვაი-ოპოზიცია ამტკიცებს მეორეს, თითქოს მოსულია აპოკალიფსი და აშშ საქართველოს წუთი წუთზე სანქციებს დაიწესებს.
ოპოზიციის მიერ შემქნილი ვირტუალური მოდელი ერთია, რეალობა კი მისი საპირისპირო!"