სერგი კაპანაძე: სხვა ოპოზიციურ ძალებს შევთავაზეთ, რომ ჩვენ მაინც მოვახერხოთ საერთო კანდიდატების დაყენება

სერგი კაპანაძე: სხვა ოპოზიციურ ძალებს შევთავაზეთ, რომ ჩვენ მაინც მოვახერხოთ საერთო კანდიდატების დაყენება

„ევროპული საქართველო“ დაინტრესებულია „ქართული ოცნება“ დამარცხდეს რაც შეიძლება მეტ საარჩევნო ოლქში, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა.

მისი აზრით, ამისთვის საჭიროა თბილისში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ შეთანხმება რეგიონებშიც მოხდეს. „თუ შეთანხმება არ შედგება, ეს ბიძინა ივანიშვილს მისცემს მეორე შანსს, მეორე ტურშიც იბრძოლოს. მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების ბედი პირველ ტურში უნდა გადაწყდეს. ამიტომ მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ყველგან აპირებს კანდიდატების დაყენებას, რაც ჩვენი აზრით არასწორია, თუმცა მათ აქვთ ამის უფლება, ჩვენ შევთავაზეთ სხვა ოპოზიციურ ძალებს, რომ ვითანამშროლოთ და ჩვენ მაინც მოვახერხოთ საერთო კანდიდატების დაყენება. იმედი მაქვს, ამაზე მალე გვექნება სიახლეები“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.