მაიკლ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას და ცხადია გამოითქვა იმედი არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და გამჭირვალე გარემოში ჩატარების შესახებ, რაც ცხადია განსხვავებით ოპოზიციისგან ხელისუფლების უპირველეს სურვილს წარმოადგენს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და სატელეფონო საუბარს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის შედგა.
ნიკოლეიშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართევლოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
,,აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი და მისი შინაარსი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ყოფნის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. საგულისხმოა, რომ საუბრისას ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის საიმედო და მნიშვნელოვან პარტნიორს წარმადგენს შავი ზღვის რეგიონში. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართევლოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ცხადია აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წარმატება პანდემიასთან ბრძოლისა და განმკლავების საკითხში. მაიკლ პომპეომ ასევე აღნიშნა ამერიკული კომპანიების მზარდი ინტერესების შესახებ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობისადმი, რომლითაც უკვე 300-ზე მეტმა ამერიკულმა კომპანია ისარგებლა. მაიკლ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას და ცხადია გამოითქვა იმედი არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და გამჭირვალე გარემოში ჩატარების შესახებ, რაც ცხადია განსხვავებით ოპოზიციისგან ხელისუფლების უპირველეს სურვილს წარმოადგენს. მცირე შეკითხვა ოპოზიცია-ეს საქართველო გაქრა საერთაშორისო რადარებიდან თუ თქვენი იშლებით და ქრებით პოლიტიკური ველიდან”?- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.