ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ვითომ მედასავლეთე მედია და მათი პატრონი პარტიები, ცდილობენ ყველანაირად გააკრიტიკონ და დაბლოკონ ხელისუფლების ნაბიჯები საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ვითომ მედასავლეთე მედია და მათი პატრონი პარტიები, ცდილობენ ყველანაირად გააკრიტიკონ და დაბლოკონ ხელისუფლების ნაბიჯები საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად

„ვითომ მედასავლეთე მედია და მათი პატრონი პარტიები, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობა"და "ევროპული საქართველო", რომლებიც არიან წმინდა წყლის რუსული პროექტი და მათ სპეცსამსახურების ინტერესებთან მიბმულები, ცდილობენ ყველანაირად გააკრიტიკონ და დაბლოკონ ხელისუფლების ნაბიჯები საქართველოს სუვერენიტიტეს დასაცავად“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს.

მისი თქმით,  პარტიების რუპორს, გიორგი გაბუნიას, ამ პარტიებმა ათქმევინეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, კომუნიკაციების კომისია ბოლო გადაწყვეტილებით და საკანონმდებლო ინიციატივით ცდილობს რუსეთს ჩაუგდოს ინტერნეტის სტრატეგიული კაბელი.

„დღეს ამ პარტიების რუპორს, გიორგი გაბუნიას, ამ ვითომ ჟურნალისტს, ამ პარტიებმა, ათქმევინეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, კომუნიკაციების კომისია ბოლო გადაწყვეტილებით და საკანონმდებლო ინიციატივით ცდილობს რუსეთს ჩაუგდოს ინტერნეტის სტრატეგიული კაბელი.

სინამდვილეში, პარლამენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული საკანონმდებლო ინიციატევები, აწესებს კონტროლს, რომ შავ ზღვაში, ევროპასთან დამაკავშირებელი ინტერენეტის ერთადერთი კაბელი არ გაასხვისოს ისე, რომ არ იცოდეს საქართველოს ხელისუფლებამ.

ეს, ვითომ ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია, ამ ყველაფერს აკავშირებს ანაკლიის პორტის ჩაშლილ პროექტთან, რომელიც მამუკა ხაზარაძემ თავისი არაკომპეტენტურობის და პორტების მშებლობის საქმეში არაპროფესიონალიზმის გამო ვერ განახორციელა. მას და მის "საოჯახო" კოსნორციუმს ამის ტოტები არ ეყო!

თუკი, ვინმეს გაქვთ გაქვთ რამე კითხვა ინტერნეტის კაბელთან და ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, დაადეთ თქვენთვის სასურველ ტელევიზიას ხელი და მე მზად ვარ დავჯდე დებატებში...

აი, ამ დროს, საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ესაუბრება აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, ამ საუბრის დროს ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას და ნატოში ინტეგრაციას.

ამერიკა და საქართვველო აქტიურად თანამშრომლობენ ავღანეთში სამხედრო მისიის ფარგლებში და ამას ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა ამ საუბრის დროს” - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.