„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავსი ჰოლანდიელი მცველის, ვირჯილ ვან დეიკის შესახებ ესაუბრა.
„არ მგონია მას კიდევ ქება უნდოდეს. ის კარგია, ძალიან კარგი. შესანიშნავი ცენტრალური მცველია. არა, შესანიშნვი კი არა, განსაკუთრებული. მისი უნარები და საფეხბურთო აზროვნება გასაოცარია.
სასიხარულოა რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს გუნდში. მისი შეძენისას, ვიცოდით, რომ კარგ მოთამაშეს ვყიდულობდით, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, რამდენად განსაკუთრებულია.
ფანტასტიკური ფეხბურთელია.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.
ვან დეიკი „საუთჰემპტონიდან“ „ლივერპულში“ 2018 წლის იანვარში გადავიდა 85 მილიონ ევროდ.