„ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს, რომელიც იჯარის წესით „ბაიერნში“ ირჯება, მომავალი ჯერაც გაურკვეველია - გვამცნობს ესპანური Marca.
მას შემდეგ, რაც ბავარიულმა კლუბმა „მანჩესტერ სიტიდან“ გარემარბი ლეროი სანე შეიძინა, კოუტინიოს გამოსყიდვას აღარ აპირებს. ამიტომ ბრაზილიელს ბარსელონაში დაბრუნება მოუწევს, თუმცა კატალონიური კლუბიც არ ამყარებს მასზე იმედებს.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას კოუტინიოს 80 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს, მაგრამ, მუშტარი ჯერ არ ჩანს.
გასულ სეზონში, „ბაიერნის“ მაისურით კოუტინიომ ყველა ტურნირში 34 მატჩი გამართა, 9 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.
მის ხელშეკრულებას „ბარსელონასთან,“ ყავლი 2023 წლის 30 ივნისს გასდის.