ბელგიელმა მცველმა, იან ვერტონგენმა, ლონდონის „ტოტენჰემიდან“ წასვლის შესახებ აცნობა გულშემატკივრებს.
მას „დეზებთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. ასე რომ, შუძლია ნებისმიერ კლუბში უფასოდ გადავიდეს.
„ჩემი „ტოტენჰემში“ ყოფნის დრო იწურება. ეს სევდიანი დღეა ბევრი მიზეზით. მომენატრებიან მეგობრები, პერსონალი, გულშემატკივრები, შესანიშნავი სტადიონი“ - დაწერა ვერტონგენმა თავისი ტვიტერის გვერდზე.
ვერტონგენი „ტოტემჰემში“ 2012 წელს გადავიდა „აიაქსიდან“ 12,5 მილიონ ევროდ. „ტოტენჰემში“ ჯამში მან ყველა ტურნირში 315 მატჩი გამართა, 27 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა.