ივლისის ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღე ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი გამოდგა. ქართველი ექსოძეკი დასავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ეს აღნიშნული წყვილის პირველი ბრძოლა იყო და ჩვენებურის მეტოქე ურთიერთშეხვედრებში დაწინაურდა.
ტოჩინოშინმა შერკინებისთანავე უპირატესობა მოიპოვა, კოტოეკო დოჰიოს კუთხესთან მიიმწყვდია, თუმცა იაპონელმათავის დაღწევა მოახერხა და დოჰიოს მიღმა ქართველი აღმოჩნდა.
ამრიგად, ლევან გორგაძეს 4 გამარჯვების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და მინიმალურ დადებით ბალანსს ინარჩუნებს. ქართველი სუმოისტის მომავალი მეტოქე ხვალ მე-13 მაეგაშირა კოტონოვაკა იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვდა და დამარცხდა.