ინგლისის საფეხბურთო პრემიერ ლიგის ახალი, 2020/2021 წლების სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება

ინგლისის საფეხბურთო პრემიერ ლიგის ახალი, 2020/2021 წლების სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება

ინგლისის საფეხბურთო პრემიერ ლიგის ახალი, 2020/2021 წლების სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება, - ინფორმაციას Financial Express ავრცელებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ლიგის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო. ყველა ტურის განრიგი ჯერჯერობით გაწერილი არ არის, თუმცა ის ცნობილია, რომ ჩემპიონატი 23 მაისს დასრულდება.

წლევანდელი პრემიერ ლიგა ხვალ, ბოლო ტურის შეხვედრებით დამთავრდება. „ლივერპული“ ჩემპიონია, „მანჩესტერ სიტი“ მეორე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საგზურისთვის კი სამი გუნდი, „მანჩესტერი“, „ჩელსი“ და „ლესტერი“ იბრძვის.