ჩავის კორონავირუსი დაუდგინდა

ჩავის კორონავირუსი დაუდგინდა

„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ჩავი ერნანდესმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაადასტურა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას Diario AS-ი ავრცელებს.

მისი თქმით, სანამ ის ვირუსს არ დაამარცხებს თვითიზოლაციაში აპირებს ყოფნას. როგორც ჩავიმ აღნიშნა, ის მიუხედავად ვირუსისა თავს კარგად გრძნობს და ერთი სული აქვს როდის დაუბრუნდება ყოველდღიურ რუტინას.

აღსანიშნავია, რომ ჩავი ამ დროისთვის ყატარული „ალ სადის“ მწვრთნელია.

ყატარში კორონავირუსის 108,000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 164 ლეტალურად დასრულდა, ხოლო 105,000 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.