ტორტი

ტორტი "ცისარტყელა"

ეს ტორტი ძალიან მარტივია, თუმცა მოსამზადებლად დიდ დროს მოითხოვს.

ინგრედიენტები

ნაღები 35 % - 500 მლ

ხაჭო - 1 კგ

ჟელე - 4 სხვადასხვა ფერის/გემოს (იყიდება პაკეტებში)

კარაქი - 80 გ

ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 150 გ

შაქრის პუდრი - 5 ს.კ ან გემოვნებით

ჟელატინი - 4 ს.კ

მომზადების წესები

ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ და კარაქში ავურიოთ. შემდეგ გადავიტანოთ გვერდებმოსახსნელ ფორმაში (26-28 სმ) და ჩავტკეპნოთ.

ავთქვიფოთ ნაღები, დავამატოთ შაქრის პუდრა, შემდეგ ხაჭო. ჟელატინს დავასხათ ცხელი წყალი და გაგრილება ვაცალოთ, თან ვურიოთ რომ გადნეს. შემდეგ ჩავასხათ კრემში.

კრემი ოთხ  ნაწილად გავყოთ. ერთი ნაწილი ჩავასხათ ფორმაში და მაცივარში შევდოთ გასამაგრებლად.

ფერადი ჟელეები ინსტრუქციის მიხედვით მოვამზადოთ.

დავასხათ ჟელეს ერთი ფენა ნამცხვარს და შევაბრუნოთ მაცივარში გასამაგრებლად. შემდეგ კვლავ კრემი დავასხათ, შემდეგ ჟელე, კვლავ კრემი.

ზემოდან სასურველი ხილის ნაჭრები დავადოთ და კვლავ ჟელე დავასხათ.

იმისათვის რომ ჟელეს ყველა ფენა ერთდროულად არ გამაგრდეს და დასხმა მოვასწროთ, ასე მოვიქცეთ:

ჟელატინი 4-ად გავყოთ და უშუალოდ კრემის დასხმის წინ შევურიოთ ზემოთ მითიტებული მეთოდით, ფერადი ჟელეებიც ეტაპობრივად მოვამზადოთ.

ან ტორტი საყინულეში ჩავდოთ გასამაგრებლად, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტები გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ გვიან გამაგრდეს და დასხმა მოვასწროთ.