„ბარსელონას“ ფეხბურთელი ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი მილანში სახლს ყიდულობს. იტალიური მედიის ცნობით, ის ლომბარდიის დედაქალაქში საცხოვრებლად აგვისტოდან გადაბარგდება.
ხორხე მესის ეს ნაბიჯი პირად ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება და მისი შვილის „ინტერში“ შესაძლო ტრანსფერი მასთან შუაში არაა.
ამის მიუხედავად, „ინტერის“ ფანებში ამ ამბავმა დიდი რეაქცია გამოიწვია და ისინი არგენტინელი ფეხბურთელის საყვარელ გუნდში ხილვაზე კიდევ უფრო მეტად საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ მესის „ნერაძურისთან“ ისედაც აკავშირებდნენ. თუმცა, ჯერჯერობით კლუბებს შორის არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. შეგახსენებთ, სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.