მაიკ ტაისონი რინგზე ბრუნდება

მაიკ ტაისონი რინგზე ბრუნდება

მსოფლიო კრივის ფედერაციის ვერსიით (WBF) მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები, მაიკ ტაისონი და როი ჯონსი უმცროსი, ორთაბრძოლას 12 სექტემბერს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ESPN-ი ავრცელებს.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ეს საგამოფენო ბრძოლა იქნება. მოკრივეები რვა რაუნდს ჩაატარებენ, ხოლო თავად ბრძოლა კი ქალაქ კარსონში გაიმართება.

როგორც კალიფორნიის შტატის სპორტული კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ფოსტერმა განაცხადა, მაიკ ტაისონმა თანხმობა გამოთქვა ორთაბრძოლის დანიშნული თარიღით ჩატარებაზე.