ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე მეოთხედ გაიმარჯვა

ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე მეოთხედ გაიმარჯვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე, მე-6 საშეჯიბრო დღეს მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იყო, რომელთანაც გორგაძეს უარყოფითი ბალანსი აქვს: 10 მოგება და 25 მარცხი. ამჯერად ტოჩინოშინმა მეტოქე უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.

ხვალ ტოკიოს ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ქართველი სეკიტორის მეტოქე დასავლეთის მე-16 მაეგაშირას წოდების მქონდე კოტოეკო იქნება. მას საზაფხულო სუპერტურნირზე ტოჩინოშინის მსგავსად ოთხი მოგება აქვს. ქართველთან ძალებს კი პირველად მოსინჯავს.