საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორის იქნება. შესაბამისად, მეტოქე განუთესავი და ფურცელზე უფრო სუსტი იქნება.
კახა ჩხეტიანის გუნდის სავარაუდო მეტოქეები უკვე ცნობილია:
ფოლა ეში (ლუქსემბურგი), იურგოდენსი (შვედეთი), ბუდუჩნოსტი პოდგორიცა (მონტენეგრო), ფლორა (ესტონეთი), დინამო ბრესტი (ბელარუსი), რიგა (ლატვია), კონას ქი ნომედსი (უელსი), კლაკსვიკი (ფარერის კუნძულები), ევროპა (გიბრალტარი), ცელიე (სლოვენია), არარატ-არმენია (სომხეთი), კუპსი (ფინეთი), რეიკიავიკი (ისლანდია), ტირანა (ალბანეთი), სილექსი (ჩრ. მაკედონია), ფლორიანა (მალტა) და წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული.
ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 9 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მატჩები 18-19 აგვისტოს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ერთი მატჩით გამოვლინდება.