ვაშინგტონის საჩოგბურთო ტურნირი „სითი ოფენ 2020“, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილიც გეგმავდა მონაწილეობას, აღარ ჩატარდება.
ტურნირი 14 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის ავიარეისები ისევ შეზღუდულია, ჩოგბურთელების ამერიკაში ჩასვლა ვერ ხერხდება.
ასევე, აღარ ჩატარდება ვინსტონ-სალემის ტურნირიც, რომელიც 23 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. ამ დროისთვის დამტკიცებული კალენდრის თანახმად, 22 აგვისტოს ნიუ-იორკის მასტერსი უნდა დაიწყოს, 31 აგვისტოდან კი აშშ-ის ღია პირველობა.
შეგახსენებთ რომ ATP-ს რეიტინგში, 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი 27-ე ადგილზეა.