დიდი ბრიტანეთის სპორტული გამოცემების ცნობით, ჟოზე მოურინიო ცოლს ღალატობს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
57 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი ერთ-ერთი თამაშის დასრულების შემდეგ, პაპარაცებმა უცნობ სახლთან დააფიქსირეს და ფოტომასალაც გავრცელდა.
მოურინიოს მეგობარი გოგო პრიუ კარტენ-რობინსონია, რომელიც ჟოზემ მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში გაიცნო და ისინი ერთად შარშან ყატარის ერთ-ერთ სანაპიროზეც შენიშნეს.
ჟოზე მოურინიო მეუღლე მატილდასთან ქორწინებაში უკვე 30 წელია, თუმცა მათ შორის კონფლიქტი 2016 წელს დაიწყო, რის გამოც ცნობილი მწვრთნელი „მანჩესტერში“ მუშაობის დროს ცალკე სასტუმროში ცხოვრობდა.