რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ყაზანის „რუბინი“ საკუთარ მოედანზე „სპარტაკთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა მიუხედავად მარცხისა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „რუბინის“ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
კვარაცხელიამ მასპინძელთა გუნდში აქტიურობით თავი კვლავ გამოიჩინა. მან პირველი ტაიმის მიწურულს გუნდს 11-მეტრიანი მოუპოვა, რომლითაც რუბინმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 71-ე წუთზე ყაზანელთა კარში ისევ 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლარსონმა ზუსტად შეასრულდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და „სპარტაკის“ მცველ ჯიქიას ყვითელი ბარათი მიაღებინა.
ყაზანის „რუბინმა“ ჩემპიონატი 35 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა. ხვიჩამ პრემიერ ლიგის 27 მატჩში 3 გოლი გაიტან, ის ბოლო ექვს ტურში ხუთჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე კი 2 გოლია.