მარჩელო ლიპი იტალიის ეროვნული ნაკრების ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა. იტყობინება იტალიური მედია. 72 წლის სპეციალისტს არამხოლოდ „სკუადრა აძურას“, არამედ ყველა ასაკობრივი ნაკრებისა და ქალთა გუნდის კურატორობა დაევალება.
ლიპის ბოლო სამუშაო ადგილი ჩინეთის ნაკრები იყო, რომელსაც 2016 წლიდან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა. სამწვრთნელო კარიერაში კი ყველაზე დიდ წარმატებას 2006 წელს იტალიის ეროვნულ გუნდში მუშაობისას მიაღწია, როდესაც მისი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში „აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.