თენგიზ ცერცვაძე: გარდაბნის კლასტერის იგნორირება არ შეიძლება

თენგიზ ცერცვაძე: გარდაბნის კლასტერის იგნორირება არ შეიძლება

ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავამდყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ხვალ და ზეგ ინფიცირების ტენდენცია მატებისკენ შეიცვალა, გარდაბანი მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიკეტება.

„რა თქმა უნდა, რისკი არის, მაგრამ ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური, ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით და ჩვენი მთავრობა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უკვე მეხუთე თვეა რისკებს ადეკვატურად აფასებს. გარდაბნის კლასტერის იგნორირება არ შეიძლება. მეორე მხრივ, ამ გარდაბნის კლასტერის გამო გადაჭარბებული რეაგირება რომ მოხდეს და მთელი გარდაბანი დაიკეტოს, როგორიც იყო მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ჯერ ამის საფუძველი არაა. მთავრობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელი უდევს პულსზე", - განაცხადა ცერცვაძემ.