23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება.
„ძნელია იმის აღწერა რაც მე ვნახე.მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ადგილის დეტალური შესწავლა. დეტალურად, ჩემი თანდასწრებით, ხდება იმ ნივთების, კვალის ამოღება-დალუქვა, იმ წამლებსაც, რომელიც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია. ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. რა პრეპარატებია ზუსტად ექსპერტები იტყვიან, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის. ადგილმდებარეობა და სახლიდან ასეთი დაშორება, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.