ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ჰატაკიკომის ილეთით მოახერხა.
ტოჩიმ შერკინებისთანავე მეტოქეზე უპირატესობა მოიპოვა, მის მავაშში ხელის ჩავლებას და დოჰიოდან გადაყვანას ცდილობდა, იაპონელმა კი წონასწორობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და დამარცხდა. ეს აღნიშნული წყვილის მე-7 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ქართველმა 5 მოიგო - 2-ჯერ კი წააგო.
ლევანს მიმდინარე ბაშოზე 2 მოგების საპირისპიროდ ამდენივე მარცხი აქვს და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს, დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6-ის მოგება სჭირდება.
გორგაძის მომავალი მეტოქე კი მე-16 მაეგაშირა სადანოუმი იქნება, რომელსაც აქამდე 7-ჯერ შეხვედრია და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი ტოჩინოშინის სასარგებლოთ 4:3-ზეა.