კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენის“ დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ თავად ფრანგმა განაცხადა, რომელიც უახლოეს მომავალს პარიზულ კლუბს უკავშირებს.
„პარიზში ვარ და მინდა ამ პროექტის ნაწილი ვიყო. შემდეგ სეზონში პსჟ-ში ვრჩები და ვეცდები, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. ეს მნიშვნელოვანი წელია, რადგან კლუბის 50 წლის იუბილეა, მსურს ყველაფერი გავაკეთო გუნდის დასახმარებლად“, - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა. ფეხბურთელს ბოლო პერიოდში მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.