სოფო კილაძე კინზინგერის განცხადებაზე: საქართველოს რაღაც სანქციებით დამუქრება, მოგონილი თემაა

სოფო კილაძე კინზინგერის განცხადებაზე: საქართველოს რაღაც სანქციებით დამუქრება, მოგონილი თემაა

თითქოს, რაღაც სანქციებით დამუქრება, რაღაც ნაბიჯების გადადგმა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“, ქართული სახელმწიფოს წინააღმდე ეს არის მოგონილი თემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ამრიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განაცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა.

„კინზინგერმა თქვა, ის რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამბობს. თითქოს, რაღაც სანქციებით დამუქრება, რაღაც ნაბიჯების გადადგმა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“, ქართული სახელმწიფოს წინააღმდე ეს არის მოგონილი თემა, რომელიც რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ უკან პოლიტიკური ძალის დაკვეთით გაახმოვანა და აჟიტირება მოახდინა. ეს ტყუილია, ეს დაამტკიცა იმ ადამიანმაც კი, რომელიც გამოირჩევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ზოგჯერ კრიტიკული დამოკიდებულებით", - განაცხადა სოფო კილაძემ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე საუბარი არასდროს ყოფილა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.